Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო პუტინთან შეხვედრის შემდეგ: ვიწყებთ მუშაობას ცეცხლის გადაუდებელი შეწყვეტის გეგმაზე


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ დაიწყებს მუშაობას ცეცხლის გადაუდებელი შეწყვეტის გეგმაზე, რომელიც მიმართულია აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. პოროშენკოს ამ განცხადებას წინ უძღოდა პირისპირ შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მინსკში. პოროშენკომ ორსაათიანი შეხვედრა პუტინთან დაახასიათა, როგორც „მძიმე და რთული“, მაგრამ დასძინა, რომ ყველა მხარემ, გამონაკლისის გარეშე, მხარი დაუჭირა კიევის სამშვიდობო შეთავაზებებს. პუტინმა თქვა, რომ მოლაპარაკებებმა პოზიტიურად ჩაიარა, თუმცა, მან თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის საშინაო საქმე იყო და დასძინა „ეს ჩვენი საქმე არ არისო“. ამასთან, პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი „ყველაფერს გააკეთებს მშვიდობის პროცესის მხარდასაჭერად, თუ ის დაიწყება“. პუტინის თქმით, ის და პოროშენკო ასევე შეთანხმდნენ, რომ მოილაპარაკებენ უკრაინისათვის რუსული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. პოროშენკოს ცნობით ეს მოლაპარაკება, რომელშიც ევროკავშირი ჩაერთვება, 6 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG