Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა რაულ ხაჯიმბა მიიღო


27 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში მიიღო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხებოდა მიმდინარე წლის ბოლომდე რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი შეთანხმების დადების შესაძლებლობასა და აუცილებლობას. ახალი დოკუმენტის გაფორმების მიზანია „ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის ინტეგრაციის დონის ხარისხობრივად ამაღლება“, - წერია კრემლის ვებ-საიტზე. შეხვედრაზე განიხილეს აგრეთვე აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების გაზრდის საკითხი. ვლადიმირ პუტინმა რაულ ხაჯიმბას განუცხადა: „ვიცი, რომ რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობათა გაფართოებისა და ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების მომხრე ხართ: ეს ეხება თავდაცვისა და უშიშროების საკითხებ, სამართალდამცავ საქმიანობას, დამნაშავეობასთან ბრძოლას, ეკონომიკასა და სოციალურ სფეროს“.

XS
SM
MD
LG