Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბდულა აბდულა გამოეთიშა საარჩევნო ხმების აუდიტის პროცესს


ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატი აბდულა აბდულა გამოეთიშა ხმების 14 ივნისს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების აუდიტის პროცესს, რომელიც გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ ტარდება. ამ გადაწყვეტილებით სადაო არჩევნების პრობლემის მშვიდობიანი მოწესრიგების შანსები კიდევ უფრო შემცირდა. როგორც აბდულა აბდულას წარმომადგენელმა მოჰამადულა ჰაიდარიმ უთხრა რადიო თავისუფლებას, აბდულას გუნდი დაუბრუნდება აუდიტის პროცესს, თუ მათი მოთხოვნები შესრულდება, თუმცა, მაგრამ არ მიიღებენ მათ გარეშე მიღებულ არც ერთ გადაწყვეტილებას. გაერომ მოუწოდა პრეზიდენტობის მეორე კანდიდატის აშრაფ ღანის გუნდს, რომ სამართლიანობისათვის ჩამოაშორონ მათი წარმომადგენელი ხმების გადათვლის პროცესს.

XS
SM
MD
LG