Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორები უკრაინაში იარაღის გაგზავნის ინიციატივით გამოდიან


ორი ამერიკელი სენატორი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს უკრაინაში გააგზავნოს იარაღი პრორუსი სეპარატისტებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, საერთაშორისო საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელი, სენატორი შტატ ნიუ-ჯერსიდან, რობერტ მენენდესი აცხადებს, რომ უკრაინას იარაღი ესაჭიროება. მისი სიტყვებით, ვაშინგტონმა უკრაინა უნდა მოამარაგოს სხვადასხვა სახის თავდაცვითი იარაღით, რათა პუტინს უკრაინაში მოქმედებების გამო სამაგიერო გადაუხადოს. ამის შესახებ სენატორმა ტელეკომპანია სი-ენ-ენ-თან საუბრისას განაცხადა. სენატორი შტატ არიზონიდან, ჯონ მაკკეინი, ტელეკომპანია სი-ბი-ეს-თან ინტერვიუში ამბობს: „ნუთუ არ შეგვიძლია ჩვენ ამ ადამიანებს დავეხმაროთ, რომ თავი დაიცვან? ეს არ არის ჯარების შეჭრა. ეს არის ინტერვენცია“. მოსკოვი უარყოფს ნატოსა და დასავლეთის ქვეყნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სულ ცოტა ათასამდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

XS
SM
MD
LG