Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფო“ იმუქრება ჩრდილოეთ კავკასიაში ომის დაწყებით


რუსეთის მედიის ცნობით, ექსტრემისტების ჯგუფ "ისლამური სახელმწიფოს" წევრები ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში იმუქრებიან, რომ ომს დაიწყებენ ჩეჩნეთში და ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე სხვა რესპუბლიკებში. ამ თემაზე რუსეთის ტელეკომპანია ენ-ტე-ვე-ს რეპორტაჟში გამოყენებულია ვიდეოს ნაწყვეტი: მასზე ჩანს, ექსტრემისტი, რომელიც ზის საბრძოლო თვითმფრინავის პილოტის სავარძელში და აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები აპირებენ ჩეჩნეთისა და კავკასიის გათავისუფლებას. ექსტრემისტებმა სირიაში დაიპყრეს აეროდრომი. ისლამური სახელმწიფოს წევრები ასევე იმუქრებიან იერიშების დროს თვითმფრინავების გამოყენებით.

XS
SM
MD
LG