Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფუკუშიმის“ ოთხი თანამშრომლები სასამართლოში ჩივის


იაპონიის ატომური ელექტროსადგურის, „ფუკუშიმის“ რამდენიმე თანამშრომელმა ელექტროსადგურის ოპერატორი კომპანიის, „ტერსოს“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ კომპანიამ მათ არ გადაუხადა სახელფასო დანამატი სახიფათო სამუშაოების შესრულებისათვის. ოთხი თანამშრომელი საერთო ჯამში 65 მილიონი იენის გადახდას მოითხოვს, რაც 620 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს. ისინი ირწმუნებიან, რომ შესრულებული სამუშაოებისათვის გადახდილი კომპენსაცია, რეალური რისკებიდან გამომდინარე, დაბალი იყო. ეს არის კომპანიის წინააღმდეგ შეტანილი პირველი სარჩელი. კომპანია ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG