Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი: ნატოს სამიტზე საქართველო ითხოვს ალიანსში გაწევრიანებას


საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ნატოს უელსის სამიტის დროს საქართველო ნატოს მიმართავს მასში გაწევრიანების თხოვნით. მარგველაშვილმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ლონდონში, ავტორიტეტიან კვლევით ცენტრ ჩეტემ ჰაუსში გამოსვლისას. ჩვენი მიზანია, მიგვიწვიონ ნატოში გასაწევრიანებლადო, აღნიშნა მარგველაშვილმა. თუმცა, მისივე თქმით, თბილისში აცნობიერებენ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება რთული პროცესია. ნატომ წელს განაცხადა, რომ სამიტზე, რომელსაც 4-5 სექტემბერს უელსი უმასპინძლებს, არ არის დაგეგმილი ახალი წევრების მიღება. მაგრამ ნატო აცხადებს ასევე, რომ საქართველოს შესთავაზებს თანამშრომლობის „არსებით პაკეტს“, რომელიც ხელს შეუწყობს ალიანსთან საქართველოს დაახლოებას.

XS
SM
MD
LG