Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვმა მხარეებს პუტინის გეგმის შესრულებისკენ მოუწოდა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებასა და პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს მიჰყვნენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას და დაასრულონ კონფლიქტი. 3 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა დასახა ცეცხლის შეწყვეტის გეგმა, რომლის მიხედვითაც სეპარატისტებმა უნდა შეწყვიტონ შეტევა, სამთავრობო ძალებმა კი უნდა დატოვონ პოზიციები, საიდანაც მათ არტილერიას მშვიდობიან მოქალაქეებზე იერიშის განხორციელება შეუძლია. „ვიმედოვნებთ, ამ მოწოდებებს შეისმენენ, განსაკუთრებით - კიევში, ლუგანსკსა და დონეცკში“, - განაცხადა ლავროვმა მოსკოვში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრისას.

XS
SM
MD
LG