Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მომავალ კვირაში გაგზავნის ჰუმანიტარულ ტვირთს უკრაინაში


საქართველო უკრაინაში ჰუმანიტარულ ტვირთს მომავალ კვირაში გაგზავნის - განუცხადა დღეს სააგენტო “ინტერპრესნიუსს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისი თქმით, უკრაინაში გასაგზავნი სამედიცინო დახმარება და შესაბამისი თანხა უკვე მოძიებულია. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მოლაპარაკება დასრულდა სატრანსპორტო კომპანიებთან და პირველი ავიარეისი მომავალი კვირის ოთხშაბათს შესრულდება. მინისტრის თქმით, ტვირთის მოცულობა დიდია და ამიტომ უკრაინაში არა სამგზავრო, არამედ სატრანსპორტო თვითმფრინავით გაიგზავნება.

XS
SM
MD
LG