Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო აცხადებს, რომ ხელს მოაწერს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ის გასცემს განკარგულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 5 სექტემბერს, თუ შეხვედრა მისი მთავრობის წარმომადგენლებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის დაგეგმილის მიხედვით წარიმართება. მან ამის შესახებ განცხადება უელსში მიმდინარე ნატოს სამიტზე გააკეთა. მან თქვა, რომ დოკუმენტს ხელი მინსკში მოეწერებოდა და მასში ასახული იქნებოდა სამშვიდობო გეგმის ეტაპობრივი განხორციელება. თავის მხრივ, სეპარატისტთა ლიდერებმაც განაცხადეს, რომ მზად არიან შეწყვიტონ ცეცხლი, თუ მოლაპარაკებები უკრაინის მთავრობასთან წარმატებით დასრულდება.

XS
SM
MD
LG