Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა დაამტკიცა


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსის ლიდერებმა დაამტკიცეს სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. რასმუსენმა მოსკოვს მიმართა და თქვა, რომ არც ერთ ქვეყანას არა უფლება ვეტო დაადოს ნატოს გაფართოებას - ესაა სიგნალი, რომ უკრაინას ხელი არ უნდა შეუშალონ ნატოს წევრობის გზაზე. რასმუსენმა ეს განცხადებები გააკეთა 5 სექტემბერს, უელსში მიმდინარე ორდღიან სამიტზე. ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით სწრაფი რეაგირების ძალები საშუალებას მისცემდა ნატოს როტაციის მეშვეობით მუდმივად ჰქონოდა წარმომადგენლობა აღმოსავლეთის ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG