უკრაინის მთავრობისა და პრორუსი სეპარატისტების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. დასავლეთის მედიის ცნობით ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ დაადასტურა. სააგენტო „ინტერფაქსის“ მიხედვით შეთანხმება 5 სექტემბრიდან ამოქმედდება, თბილისის დროით 19:00 საათზე. ინტერფაქსის წყაროს ცნობით „ხელშეკრულებაში შედგება 14 პუნქტისგან, რომელშიც გათვალისწინებულია მონიტორინგის, ტყვეთა გაცვლისა და სხვა საკითხები“. მანამდე სააგენტო „ფრანს პრესმა“ გაავრცელა უკრაინის პრემიერ-მინისტრის სიტყვები, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასამოქმედებლად აუცილებელი იქნებოდა ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერა.
ყველაზე პოპულარული
1