Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დასავლეთის სანქციებს "ასიმეტრიულად" უპასუხებს


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა გაზეთ „ვედომოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი „ასიმეტრიულად“ უპასუხებს დასავლეთის მორიგ სანქციებს. „თუკი იქნება ახალი სანქციები, დაკავშირებული ენერგეტიკასთან, ჩვენი ფინანსური სექტორის შემდგომი შეზღუდვა, მოგვიწევს ასიმეტრიულად ვუპასუხოთ“, - განაცხადა მედვედევმა. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციების საპასუხო ნაბიჯების ნაწილი უკვე განიხილეს მთავრობის სხდომაზე: „მაგალითად, შეზღუდვები სატრანსპორტო სფეროში. გამოვდივართ იქიდან, რომ მეგორბული ურთიერთობები გვაქვს პარტნიორებთან და ამიტომ რუსეთის ცა ფრენებისთვის ღიაა. თუმცა, თუკი შეგვზღუდავენ, მოგვიწევს პასუხის გაცემა“.

XS
SM
MD
LG