Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე უარის თქმა არ შეიძლება


ეუთოს მეთვალყურეებმა, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში მუშაობენ, განაცხადეს, რომ ღამით ნაღმმტყორცნებიდან გახსნილი ორმხრივი ცეცხლი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაა. თუმცა, მეთვალყურეები თვლიან, რომ ამ ინციდენტის გამო არ შეიძლება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე უარის თქმა. ეუთოს წარმომადგენლებმა განცხადება იმ დროს გააკეთეს, როდესაც მიმდინარეობდა შეტაკებები დონეცკის აეროპორტზე კონტროლისთვის. მარიუპოლიდან დასავლელი კორესპონდენტები იტყობინებოდნენ, რომ კვირას ღამით სროლის შედეგად დაინგრა ქალაქის აღმოსავლეთ გასასვლელში მდებარე უკრაინელი სამხედროების ბლოკ-საგუშაგო. ქალაქში არაერთ ადგილას ხანძარი აღინიშნა.

XS
SM
MD
LG