Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სახელმწიფო ტელევიზია: უზენაეს ლიდერს წარმატებით ჩაუტარდა პროსტატის ოპერაცია


ირანის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ქვეყნის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წარმატებით ჩაუტარდა პროსტატის ოპერაცია. ხამენეის ექიმთა გუნდის ხელმძღვანელმა, ალირეზა მარანდიმ განაცხადა, რომ 75 წლის სულიერ ლიდერს ოპერაცია დედაქალაქ თეირანში გაუკეთდა. მარანდიმ ოპერაციას „რუტინული“ უწოდა და განაცხადა, რომ ხამენეი რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება საავადმყოფოში რეაბილიტაციის მიზნით. ხამენეი 1989 წლიდანაა ქვეყნის ლიდერი და გადამწყვეტ სიტყვას ამბობს ყველა სახელმწიფო საკითხზე. ოპერაციამდე მან სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა შეშფოთების საფუძველი არ არსებობსო, თუმცა ხალხს სთხოვა მისთვის ელოცათ. ანალიტიკოსების შეფასებით, ირანის უზენაესი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური განცხადებები და სახელმწიფო მედიაში ინფორმაცია დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG