Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ გასცა მარიუპოლის დაცვის გაძლიერების ბრძანება


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ბრძანება გასცა გაძლიერდეს სამხრეთ-აღმოსავლეთის საპორტო ქალაქ მარიუპოლის დაცვა, ტანკების, ნაღმსატყორცნების და საჰაერო თავდაცვის გამოყენებით. პოროშენკო ამ განცხადებებით საკუთრივ მარიუპოლში გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინა თავის მიწას არავის დაუთმობს. ზავის მიუხედავად, მარიუპოლის შემოგარენთან უკრაინის სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს პრო-რუსულად განწყობილმა მეამბოხეებმა. 7 სექტემბერს შეტაკებებს მშვიდობიანი მოქალაქე ქალი ემსხვერპლა. ნახევარმილიონიანი ქალაქი მარიუპოლი აზოვის ზღვასთან მდებარეობს და სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს.

XS
SM
MD
LG