Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ექიმები უსაზღვრებოდ“ საგანგაშოს უწოდებს ებოლას გავრცელების სისწრაფეს


საქველმოქმედო ორგანიზაცია „ექიმები უსაზღვრებოდ“ საგანგაშოს უწოდებს ლიბერიაში მომაკვდინებელი ვირუსის, ებოლას გავრცელების სისწრაფეს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში ყოველ დღე ათეულობით დაავადებულს ეუბნებიან მკურნალობაზე უარს. ორგანიზაციის წარმომადგენელი სოფი ჯეინ მედენი „ბიბისისთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ „სიტუაცია ქაოტურია და კონტროლს აღარ ექვემდებარება“. მედენი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, აღმოუჩინოს ლიბერიას დამატებითი დახმარება. რამდენიმე ხნით ადრე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გააფრთხილა ლიბერია, რომ მომდევნო კვირებში ებოლით დაავადების ათასობით შემთხვევა გამოვლინდება. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, დაავადების შესაჩერებლად მიღებული ზომები არაეფექტური აღმოჩნდა. მხოლოდ ლიბერიაში 5 სექტემბრისთვის ებოლამ 1089 ადამიანი იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG