Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ ერაყის პრემიერ-მინისტრს მიულოცა ახალი ხელისუფლების დამტკიცება


ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სატელეფონო საუბრისას მიულოცა ერაყის პრემიერ-მინისტრ ჰაიდარ ალ აბადის ახალი ხელისუფლების დამტკიცება. ითქვა, რომ აშშ მზად არის დაეხმაროს ერაყის ხელისუფლებას ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. განცხადების თანახმად, ერაყის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა იმუშაოს რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გაძლიერდეს ერაყის ბრძოლა საერთო მტრის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG