Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ავღანეთის საპრეზიდენტო კანდიდატს მოუწოდა, აღიაროს ბიულეტენების დათვლის შედეგები


აშშ-მა მოუწოდა ავღანეთის საპრეზიდენტო კანდიდატს, აბდულა აბდულას აღიაროს ბიულეტენების ხელახალი დათვლის შედეგები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯენ საკიმ თქვა, რომ აბდულა აბდულა აპირებდა კონსტიტუციისთვის პატივი ეცაო. საკის ეს ნათქვამი მოჰყვა ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, აბდულა აბდულას განცხადებას, რომ არ დათანხმდება 14 ივნისს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენთა ხელახალი დათვლის შედეგებს. ამასთან, მისი თქმით, მის მეტოქესთან, აშრაფ ღანისთან მოლაპარაკება ერთიანი მთავრობის ფორმირების შესახებ ჩიხშია შესული. „სამწუხაროდ, ხმების დათვლის პროცესმა ლეგიტიმურობა დაკარგაო“ - განუცხადა მან ქაბულში მედიას 8 სექტემბერს და პირობა დადო, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. მანამდე აბდულას და მის მეტოქეს, აშრაფ ღანის შორის შეხვედრა გაიმართა ერთიანი მთავრობის ფორმირების გზებზე სასაუბროდ. კანდიდატებს შორის უთანხმოებაა იმის თაობაზე, თუ ვინ მოიპოვა გამარჯვება 14 ივნისს გამართულ მეორე ტურში. ავღანეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა 4 სექტემბერს განაცხადა, რომ დასრულდა 8 მილიონი ბიულეტენის შემოწმება და ხელახალი დათვლა. შემოწმების საბოლოო შედეგი სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, აბდულამ და ღანიმ პირობა დადეს, რომ შემოწმების შედეგებს დათანხმებოდნენ და იმუშავებდნენ ეროვნული ერთიანობის მთავრობის შესაქმნელად.

XS
SM
MD
LG