Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინას აკისრებს პასუხისმგებლობას მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფაზე


რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინას ეკისრება პასუხისმგებლობა 17 ივლისს მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფაზე. შოიგუს განმარტებით, ავიაკატასტროფა მოხდა უკრაინის საჰაერო სივრცეში და უკრაინას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა. კიევი და დასავლეთი რუსეთის მომხრე სეპარატისტებს ადანაშაულებენ თვითმფრინავის ჩამოგდებაში რაკეტით, რომელიც მათ რუსეთმა მიაწოდა. კატასტროფამ თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი შეიწირა. შოიგუს თქმით, ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, უკრაინას სამხედრო ძალისთვის რომ არ მიემართა თავისი საშინაო პრობლემების მოსაგვარებლად. ეს მოსაზრებები მან გამოთქვა 10 სექტემბერს მალაიზიის თავდაცვის მინისტრ ჰიშამუდინ ტუნ ჰუსეინთან შეხვედრის დროს. მალაიზიელი მინისტრი მოსკოვშია ჩასული ავიაკატასტროფის საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით. ნიდერლანდელმა ექსპერტებმა, რომლებიც გამოძიებას ხელმძღვანელობენ, 9 სექტემბერს გამოაქვეყნეს წინასწარი დასკვნა. მასში ნათქვამია, რომ ავიალაინერი ჩამოაგდო „ძლიერი ენერგიის საგნებმა“, რომლებმაც თვითმფრინავში შეაღწია.

XS
SM
MD
LG