Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აძლიერებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კონტროლს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც თვითონვე უხელმძღვანელებს სამხედრო-სამრეწველო კომისიას. როგორც პუტინმა თქვა რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის განვითარების საკითხისადმი მიძღვნილ თათბირზე, შედეგად „გაიზრდება სახელმწიფოს პოლიტიკის ეფექტიანობა ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“. პუტინის თქმით, რუსეთი არ აპირებს ახალი „გამალებული შეიარაღების“ დაწყებას, მაგრამ უპასუხებს უსაფრთხოების ყველა გამოწვევას. მისი განმარტებით, რუსეთი ფოკუსირებული იქნება ახალი სტრატეგიული ბირთვული იარაღის, კოსმოსში თავდაცვისა და მაღალი სიზუსტის კონვენციური იარაღის განვითარებაზე. რუსეთი ცდილობს, შეამციროს დამოკიდებულება დასავლეთიდან სამხედრო აღჭურვილობის იმპორტზე, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული სანქციების გამო. სამხედრო-სამრეწველო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა ვიცე-პრემიერი დმიტრი როგოზინი. აქამდე კომისიის მუშაობას მთავრობა ხელმძღვანელობდა.

XS
SM
MD
LG