Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი მარგველაშვილს მთავრობის ხელის შეშლაში ადანაშაულებს


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას, როგორც "კონკურენტს" განიხილავს და "უნდა მას ხელი შეუშალოს". ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ამას პრეზიდენტი მარგველაშვილი უნდა მიხვდეს. საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა და კითხვა, თუ ვინ უნდა წავიდეს გაერო-ში, არ არსებობს, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომ იგი არავისტან არ არის დაპირიპირებული და მხოლოდ საპრეზიდენტო უფლებამოსილებას ახორციელებს, რაც კონსტუტუციის დაცვაში მდგომარეობს.

XS
SM
MD
LG