Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიის ხელისუფლების თანახმად, ქვეყანაში გაიზარდა ტერორისტული საფრთხე


ავსტრალიის ხელისუფლებამ დღეს ტერორისტული საფრთხის დონე „საშუალოდან“ „მაღალზე“ აიყვანა - პირველად უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება დაკავშირებულია უშიშროების ძალების რეკომენდაციაზე. მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებსაც ავსტრალიაში ტერორისტული აქტების მოწყობის სურვილი და შესაძლებლობები აქვთ. სპეცსამსახურები ავსტრალიისთვის საფრთხის გაზრდას უკავშირებენ მის გეგმებს შეუერთდეს ერაყსა და სირიაში მოქმედი დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ძალისხმევას.

XS
SM
MD
LG