Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი საქართველოს დემოკრატიის შესაძლო საფრთხეზე მიუთითებს


ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში არსებულ ყველა დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ ძალას მოუწოდებს, რათა ფოკუსირება მოახდინონ საერთო ინტერესებზე, რომელიც დაფუძნებულია ახლახან განხორციელებულ მიღწევებზე. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მარი ჰარფიმ გაავრცელა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამავე ძალებს მოუწოდებს, ერთობლივად იმუშავონ, რათა ქვეყანა წინ წავიდეს და ძალისხმევა მიიმართოს ეკონომიკური და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაზე. "ჩვენ შეშფოთებული ვართ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებით და სისხლის სამართლებრივი დევნით, ასევე იმ რისკებით, რასაც პოლიტიზებული სამართლებრივი დევნა შეუქმნის საქართველოს დემოკრატიას.
ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას, რომელიც უნდა შეიცავდეს პოლიტიკურ პლურალიზმს და ღია დებატების პატივისცემას", - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG