Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ავღანეთისათვის დახმარების შეწყვეტით იმუქრება


გაერო დახმარების შეწყვეტით დაემუქრა ავღანეთს, თუ ქვეყანაში კვლავ გაგრძელდება ორგანიზაციის თანამშრომელთა დაშინება. „დაუშვებელია გაეროს თანამშრომლებზე მუქარა და სიტყვიერი თავდასხმები,“- ასეთი განცხადება გაჩნდა 13 სექტემბერს ავღანეთში გაეროს დახმარების მისიის ტვიტერის გვერდზე. ასეთი გაფრთხილება მოჰყვა წინა დღით ქაბულის გაეროს ოფისის წინ გამართულ დემონსტრაციას, რომლის მონაწილეებიც საერთაშორისო ორგანიზაცის ხმების გადათვლის გაყალბებაში სდებდნენ ბრალს და სკანდირებდნენ „სიკვდილი გაეროს“. ავღანეთში გაერო აკვირდება საარჩევნო დარღვევების გამოძიებას, რომელიც ტარდება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა აბდულა აბდულამ და აშრაფ ღანმა არჩევნების გაყალბებაში ერთმანეთი დაადანაშაულეს ივლისში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

XS
SM
MD
LG