Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი აცხადებს, რომ ნატოს წევრებისაგან საბრძოლო იარაღს ღებულობს


უკრაინის თავდაცვის მინისტრის ვალერი ჰელეტეის განცხადებით, ნატოს წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს უკრაინისათვის იარაღის მიწოდება. ამის თაობაზე უკრაინის სამხედრო უწყების ლიდერმა ისაუბრა 14 სექტემბერს პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ შესაბამის შეთანხმებას ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან 4-5 სექტემბერს ულსის ნატოს სამიტზე მიაღწია. თუმცა, ნატოს ხელმძღვანელობამ მანამდე განაცხადა, რომ ორგანიზაცია არ აპირებს გამანადგურებელი საბრძოლო იარაღის მიწოდებას უკრაინისათვის, რაც ალიანსის ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ. ვალერი ჰელეტეის არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნებისაგან ღებულობს საბრძოლო იარაღს უკრაინა, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ აღჭურვილობა „რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შესაჩერებლად სჭირდება“.

XS
SM
MD
LG