Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი საუბრობს რუსეთიდან და "ისლამური სახელმწიფოდან" მომდინარე საფრთხეებზე


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატოს წევრები ერთად უნდა იდგნენ როგორც რუსეთიდან, ისე ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოდან“ მომდინარე საფრთხეებთან საბრძოლველად. რასმუსენმა ნატოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა ბრიუსელში, კვლევით ცენტრ "კარნეგი ევროპაში", სადაც გამოვიდა გამოსათხოვარი სიტყვით ნატოს გენერალური მდივნის პოსტის დატოვებამდე. მისი თქმით, რუსეთმა ფეხქვეშ გათელა ყველა წესი და ვალდებულება, რომელთა მეშვეობითაც ევროპაში მშვიდობა იყო ცივის ომის შემდეგ. "მოდელი ნათელია: მოლდავეთიდან საქართველომდე და ახლა უკრაინაში რუსეთი იყენებს ეკონომიკურ ზეწოლას და სამხედრო ზომებს, რათა გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, შექმნას კონფლიქტები და შეასუსტოს თავისი მეზობლების დამოუკიდებლობა", განაცხადა რასმუსენმა, რომელსაც 30 სექტემბერს ამოეწურება ნატოს გენერალური მდივნობის ხუთწლიანი ვადა.

XS
SM
MD
LG