Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ რადას წარუდგინა კანონპროექტი "დონბასის" სტატუსზე


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უმაღლეს რადაში გაგზავნა კანონპროექტი, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ზოგიერთ რაიონში სამი წლით განსაკუთრებული რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. „უკრაინსკაია პრავდის“ თანახმად, კანონპროექტის მიხედვით, კიევი არ აპირებს „დონბასის ტერიტორიაზე მომხდარში მონაწილეთა“ დევნას და იძლევა რუსული ენის გამოყენების გარანტიას. კანონპროექტი ითვალისწინებს ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას 2014 წლის 9 ნოემბერს. პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში შემოღებული იქნება პროკურატურისა და სასამართლოების ხელმძღვანელთა დანიშვნის განსაკუთრებული წესი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პროცედურებში მონაწილეობას გულისხმობს. დოკუმენტში ლაპარაკია დონბასის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ცალკეული რაიონის აღდგენისთვის საჭირო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

XS
SM
MD
LG