Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ათობით ექსტრემისტი დახოცეს


პაკისტანის არმიის განცხადებით, 31 ექსტრემისტი დახოცეს ავღანეთთან საზღვრის მახლობლად საჰაერო დარტყმებისა და ხმელეთზე შეტაკებების შედეგად. დაიღუპა სამი ჯარისკაციც. 16 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო იერიშები მოეწყო ხიბერის რეგიონში, სადაც მოკლეს 20 ექსტრემისტი და გაანადგურეს იარაღის ორი საცავი. პაკისტანელი სამხედროები იუწყებიან ასევე, რომ ექსტრემისტების ჯგუფმა ავღანეთიდან გადაჭრა საზღვარი და იერიში მოაწყო სამხედრო პოსტზე ჩრდილოეთ ვაზირისტანში. ურთიერთსროლის დროს დაიღუპნენ 11 თავდამსხმელი და სამი ჯარისკაცი. პაკისტანის არმიამ ივნისში დაიწყო ოპერაცია მეამბოხეებისაგან ჩრდილოეთ ვაზირისტანის გასაწმენდად. მისი მონაცემებით, ოპერაციის შედეგად მოკლეს 1000-ზე მეტი ექსტრემისტი, დაიღუპა 100 ჯარისკაცი. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ამ ცნობებს.

XS
SM
MD
LG