Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მოწყობილმა აფეთქებამ ორი ამერიკელი და ერთი პოლონელი შეიწირა


ქაბულში 16 სექტემბერს, დილით მოწყობილმა აფეთქებამ, რომელიც უცხოელი ჯარისკაცების წინააღმდეგ იყო მიმართული, ორი ამერიკელი და ერთი პოლონელი ჯარისკაცი შეიწირა. თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა აფეთქებაზე, რომელიც აერპორტისაკენ მიმავალ ტრასაზე, აშშ-ის საელჩოს მახლობლად მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. ავღანეთში დაძაბულობა გამწვავებულია სადავო შედეგით დასრულებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მოქმედი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი წინსვლის შესახებ იუწყება მას შემდეგ, რაც 15 სექტემბერს შეხვდა პრეზიდენტობის ერთმანეთში დაპირისპირებულ კანდიდატებს, აშრაფ ღანისა და აბდულა აბდულას.

XS
SM
MD
LG