Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში ბრძოლის შედეგად ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა


აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, ცნობების თანახმად, ბრძოლის შედეგად დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი. ამის შესახებ აცხადებს დონეცკის საკრებულო, რომლის ინფორმაციითაც, დაიღუპა ორი და დაიჭრა სამი ადამიანი. ნათელი არ არის, რამ და როგორ გამოიწვია სამოქალაქო პირების დაღუპვა. 16 სექტემბერს უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ითვალისწინებს საგანგებო სტატუსს რუსეთის მომხრე სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული რეგიონებისათვის. მიზანია, ბოლო მოეღოს მეამბოხეებთან სისხლისმღვრელ დაპირისპირებას, რომელმაც აპრილიდან მოყოლებული 3000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG