ტეხასში სიკვდილით დასაჯეს ქალი, რომელსაც ბრალად ედებოდა ცხრა წლის ბიჭის შიმშილით სიკვდილამდე მიყვანა. 38 წლის ლისა ან ქოლმანი 17 სექტემბერს სასიკვდილო ინექციის გამოყენებით მოკლეს, ერთ საათში მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა მის შეწყალებაზე. 2004 წლის ივლისში ქოლმანის სახლში იპოვნეს 9 წლის ბიჭის სიგამხდრისგან გალეული სხეული, რომელზეც 250 დაზიანება, მათ შორის - სიგარეტით მიყენებული დამწვრობები და ჭრილობები შეინიშნებოდა. აუტოპსიით დადგინდა, რომ 9 წლის ბიჭი, რომელიც ქოლმანის დიდი ხნის მეგობრის შვილი იყო, შიმშილითა და პნევმონიით გარდაიცვალა. ბიჭი 17 კილოგრამს იწონიდა.
ყველაზე პოპულარული
1