Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები ჩრდილოეთ სირიაში სოფლებს დაეპატრონენ


ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ჩრდილოეთ სირიაში დაეპატრონენ ქურთებით დასახლებულ სოფლებს. ლონდონში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია აცხადებს, რომ თურქეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ აინ ალ-არაბის სიახლოვეს ექსტრემისტებმა ბოლო 24 საათში 16 სოფელი დაიპყრეს. ქურთ მებრძოლებს, რომლებიც ქალაქს იცავენ, ექსტრემისტები არტილერიით და ტანკებით უტევენ. აინ ალ-არაბში ქურთთა ძალების მეთაურის მოადგილემ, ოჯალან ისომ სააგენტო „როიტერსს“ შეატყობინა, რომ ქურთები სხვა ძალებს მიმართავენ შეტევის მოგერიებაში დახმარებისთვის, მათ შორის ქურთ მუშათა შეიარაღებულ პარტიას. აინ ალ-არაბიდან დასავლეთით, სირიელმა აქტივისტებმა სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ უთხრეს, რომ ქალაქ ალ-ბაბზე, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები აკონტროლებენ, მთავრობის ძალებმა 18 სექტემბერს ვერტმფრენებით მიიტანეს იერიში, რასაც სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაიჭრა.

XS
SM
MD
LG