Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაფალიანცის საქმეზე საპარლამენტო კომისია არ შეიქმნება


პარლამენტმა 30 ხმით 28 -ის წინააღმდეგ ვერ დაამტკიცა დადგენილება ბარბარე რაფალიანცის საქმის თაობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინციატივა ოპოზიციაში მყოფ „ერთიან ნაცილონალურ მოძრაობას“ ეკუთვნოდა. მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ კი კომისიის შემქნის თაობაზე აზრი გაყოფილი იყო. 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებაში კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის წარმომდგენლები ერთმანეთს ადანაშაულებენ. 2012 წლის არჩევნებამდე მომხდარ საქმეს პროკურატურა იძიებს.

XS
SM
MD
LG