Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბაშიძის განცხადებით, მოსკოვის გაღიზიანებას არ ელოდება სენატის კომიტეტში დამტკიცებული კანონის გამო


საქართველო ყველანაირად ცდილობს მისი ევროპული პოლიტიკა და აშშ-თან ურთიერთობა წარმართოს ისე, რომ რუსეთისგან არანაირი განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ შეხვდეს - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებული კანონის გამო მოსკოვის გაღიზიანებას არ ელოდება. რაც შეეხება თავად დოკუმენტს, ზურაბ აბაშიძის თქმით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და კანონის საბოლოოდ მიღება იქნება სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით.

XS
SM
MD
LG