Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკვე კიევშია საქართველოდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება


უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების პროცესის მიმდინარეობით საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაინტერესდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება უკვე კიევშია, პირადად მას კი კვლავ მუდმივი კონტაქტი აქვს უკრაინელ კოლეგასთან. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ დასვენებისა და რეაბილიტაციისთვის ანაკლიაში იმყოფება ასზე მეტი უკრაინელი მოზარდი.

XS
SM
MD
LG