Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა ხელი მოაწერა უკრაინული პროდუქციისთვის ბაჟის დაწესების დადგენილებას


უკრაინული პროდუქციისთვის ბაჟის დაწესების დადგენილებას მოაწერა ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა. ამასთან, მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დადგენილება ოფიციალურად იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ კიევი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებამდე დადებულ პირობას დაარღვევს. დოკუმენტის რატიფიკაციამდე უკრაინა და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ ერთი წლით გადადებენ ამოქმედებას დოკუმენტის იმ ნაწილისა, რომელიც თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას ითავლისწინებს. უკრაინის პარლამენტმა და ევროპარლამენტმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცედურები ამ კვირაში დაასრულეს.

XS
SM
MD
LG