Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრთა ქონება


დაყადაღებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრთა ქონება - ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ. მისი ინფორმაციით, დაყადაღებულია ყვარელში მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი სახლი, ამავე მუნიციპალიტეტში სააკაშვილის და მისი დედის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, ექს-პრეზიდენტის მეუღლის სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში და მიხეილ სააკაშვილის ბებიის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ოზურგეთში და მშენებარე საცხოვრებელი სახლი თბილისში. ადვოკატის ცნობითვე, დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების კუთვნილი ორი ავტომანქანაც. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და მისი ოჯახის ქონების დაყადაღების გადწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აგვისტოს ბოლოს მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ. მისი გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამართალდამცავების მიერ ძებნილადაა გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG