Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ზელანდიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს


ახალ ზელანდიაში 20 სექტემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლიდერობს ქვეყნის მმართველი ნაციონალური პარტია. მას ხმების 48% ერგო, ხოლო ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიას - 25%. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, მმართველი პოლიტიკური ძალისადმი მხარდაჭერა მიანიშნებს, რომ ელექტორატის დიდი ნაწილი დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრ ჯონ კეის მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ოკლენდში, მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თავის მოადგილეს, ბილი ინგლიშს და მას უწოდა „ფინანსთა საუკეთესო მინისტრი განვითარებულ სამყაროში“. წინასწარი შედეგების დადასტურების შემთხვევაში, ნაციონალურ პარტიას ერგება 61 მანდატი 121 ადგილიან პარლამენტში.


XS
SM
MD
LG