Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკიმ ისევ აამოქმედა 2001 წელს შექმნილი პროექტი „ღია რუსეთი“


ყოფილმა რუსმა ოლიგარქმა, მიხაილ ხოდორკოვსკიმ ისევ აამოქმედა პროექტი „ღია რუსეთი“, რომლის მიზნადაც სახელდება საზოგადოების აქტიური, ევროპაზე ორიენტირებული ნაწილის თვითორგანიზაციის ხელშეწყობა. ხოდორკოვსკი, რომელიც ერთ დროს რუსეთში უმდიდრესი ადამიანი იყო, შვეიცარიაში ცხოვრობს მას შემდეგ, რაც 10 წელიწადზე მეტი ხანი დაჰყო ციხეში. ის შარშან, დეკემბერში შეიწყალა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. ხოდორკოვსკიმ შაბათს პარიზში გამართულ ცერემონიაზე განაცხადა, რომ პროექტი იქნება ონლაინ პლატფორმა თანამოაზრეებისათვის და არა პოლიტიკური პარტია. „ღია რუსეთი“ გააგრძელებს საქმიანობას, რომელიც 2001 წელს დაიწყო კომპანია „იუკოსის“ აქციების მფლობელთა და ხოდორკოვსკის მიერ დაარსების შემდეგ - საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. ამის შესახებ აცხადებს ხოდორკოვსკის პრესსამსახური.

XS
SM
MD
LG