Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი გმობს რელიგიის სახელით ძალადობას


რომის პაპმა ფრანცისკემ 21 სექტემბერს მკაცრად დაგმო რელიგიის სახელით ძალადობა, რითაც, სავარაუდოდ, მიანიშნა სირიასა და ერაყში ექსტერმისტულ გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედებაზე. პაპმა ძალადობა გააკრიტიკა ალბანეთში სტუმრობისას. ამ, დიდწილად მუსლიმურ ქვეყანაში მის ვიზიტს ახლავს უსაფრთხოების მკაცრი ზომები „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარასთან დაკავშირებით. ფრანცისკემ ტირანაში, ღია ცის ქვენ ჩაატარა ღვთისმსახურება და ალბანეთს უწოდა რელიგიებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის „შთამაგონებელი ნიმუში“. ალბანელების 10%-მდე პროცენტი კათოლიკეები არიან, 60% - მუსლიმები. ალბანეთში ფრანცისკეს ვიზიტი არის მისი პირველი სტუმრობა ევროპულ ქვეყანაში, იტალიის საზღვრებს მიღმა.

XS
SM
MD
LG