Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართა 2012 წლის შემდეგ ოპოზიციის უდიდესი აქცია


მოსკოვში გაიმართა 2012 წლის შემდეგ ოპოზიციის უდიდესი აქცია, რომლის მონაწილეებმაც გააპროტესტეს უკრაინაში რუსეთის აგრესია. ომის საწინააღმდეგო აქციები - სამშვიდობო სვლები - გაიმართა რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის სანქტ პეტერბურგსა და ეკატერინბურგში. დამოუკიდებელ სამეთვალყურეო ჯგუფ „სონარის“ მონაცემებით, მოსკოვის აქციაში მონაწილეობდა 26 ათასამდე ადამიანი. მათ შორის იყო პარტია "დემოკრატიული არჩევანის" ლიდერი ვლადიმირ მილოვი, რომლის თქმითაც ოპოზიცია გააგრძელებს კრემლის პოლიტიკის გაპროტესტებას: „დროა, ბოლო მოეღოს ამ განუკითხაობას! ვეომებით მოძმე ხალხს, რომელთან ერთადაც საუკუნეები ვიყავით. მოვყევით უმძიმესი სანქციების ქვეშ, ურთიერთობა გავიფუჭეთ ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყანასთან. ახლა "სვიფტს" დაგვიხურავენ, „ვიზა“ და „მასტერკარდი“ მიგვატოვებენ. ეკონომიკა მიექანება - ზრდილობიანი ფორმით ვერ იტყვი, საითკენ. ამიტომ დროა, ამას ბოლო მოეღოს“ - უთხრა ვლადიმირ მილოვმა მოსკოვში ჩვენი რადიოს კორესპონდენტს. უკრაინაში კრემლის პოლიტიკის გასაპროტესტებლად აქციები გაიმართა მშვიდობის საერაშორისო დღეს, რომელიც, გაეროს ინიციატივთ, ყოველ წელს 21 სექტემბერს აღინიშნება.

XS
SM
MD
LG