Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერიმ და მოჰამად ჯავად ზარიფმა "ისლამურ სახელმწიფოზე" ისაუბრეს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა იმსჯელეს საფრთხეზე, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფება - „ისლამური სახელმწიფოსგან“ მოდის. კერი და ზარიფი ერთმანეთს 21 სექტემბერს ნიუ იორკში შეხვდნენ. ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს აგრეთვე ირანის ბირთვული პროგრამის შემცირების შესახებ შეთანხმების მიღწევის პერსპექტივაზე. შეხვედრას სამი დღის წინ უძღოდა მსოფლიოს ექვსეულისა და ირანის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი.

XS
SM
MD
LG