Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ხუთი ექიმის დაღუპვაზე იუწყება


ხუთი ექიმი დაიღუპა და 50 დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის მსვლელობის დროს. ამის თაობაზე უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლგა ბოგომელოცმა განაცხადა. კიდევ 4 ექიმის ბედი უცნობია. დღეს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ტვიტერის გვერდზე გავრცელდა ცნობა, რომ ტყვეობიდან გათავისუფლებულია კიდევ 6 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. ზაპოროჟიეს რეგიონული ხელისუფლების ცნობით ოლქში მიწას მიაბარებენ სპეცოპერაციის ზონაში დაღუპული 55 ამოუცნობი მებრძოლის ნეშტებს. დაკრძალვის ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართება, სოფელ კუშუგიმში. თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ხელისუფლების ცნობით საბრძოლო ოპერაციის დაწყების დღიდან 4000- მდე ადგილობრივი მცხოვრები და სეპარატისტთა მხარეზე მებრძოლი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG