Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მონაცემებით, რუსეთის ჯარის დიდი ნაწილი გავიდა უკრაინიდან


ნატოს მონაცემებით, რუსეთის სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი გავიდა უკრაინიდან, მაგრამ ბევრი რუსი ჯარისკაცი რჩება საზღვრის მახლობლად. ნატოს წარმომადგენელი, ვიცე-პოლკოვნიკი ჯეი იანზენი ელექტრონული ფოსტით გავრცელებულ წერილში აღნიშნავს, რომ მრავალი ათასი რუსი ჯარისკაცი რჩება უკრაინის საზღვართან. რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიაზე დარჩენილ რუს სამხედროებს, იანზენის განმარტებით, მათი რიცხვის დადგენა რთული ამოცანაა. იანზენი წერს ასევე, რომ რუსეთის მომხრე სეპარატისტები აკონტროლებენ რამდენიმე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს, რაც შესაძლებელს ხდის საზღვრის გავლით რუსი სამხედროების გადაადგილებას. ამასობაში, უკრაინის ქალაქ დონეცკში სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ დონეცკში წუხელ ორჯერ დაირღვა ზავი მეამბოხეებსა და მთავრობის ჯარებს შორის.

XS
SM
MD
LG