Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს რეგიონების უმეტესობაში ძლიერი წვიმა და ქარია


საქართველოს რეგიონების უმეტესობაში ძლიერი წვიმა და ქარია. სტიქიით გამოწვეული ავარიის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა გურიის სოფლების ნაწილს. სასწავლო პროცესი შეჩერდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, სადაც საჯარო სკოლის შენობა დაიტბორა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ოზურგეთი-გომისმთის საავტომობილო გზა, რომლის მე-4 და მე-5 კილომეტრებზე მიმოსვლა შეწყვეტილია. სამინისტროს ცნობით, ადგილზე მობილიზებულია საჭირო ტექნიკა და გზის აღდგენა წყლის დონის შემცირებისთანავე დაიწყება. სტიქიით დაზარალებულ გურიაში გაემგზავრნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე. უამინდობა გრძელდება აჭარაშიც. შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის სიძლიერემ ხუთ ბალს მიაღწია.

XS
SM
MD
LG