Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერონი პარლამენტს სთხოვს ნებართვას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იერიშებზე


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონი 26 სექტემბერს პარლამენტს სთხოვს დასტურს ექტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო იერიშებში მონაწილეობაზე. კამერონმა პარლამენტი მოიწვია და შეეცდება დეპუტატები დაარწმუნოს ექსტრემისტული დაჯგუფების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ წარმოებულ კამპანიაში ჩართვის მართებულობაში. კამერონი ყოყმანობდა - მოეთხოვა, თუ არა პარლამენტისგან „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების წინააღმდეგ საჰაერო იერიშებში მონაწილეობაზე ნებართვა მას შემდეგ, რაც გასულ წელს დეპუტატებმა უარი უთხრეს სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ საჰაერო იერიშების განხორციელებაზე. ბრიტანეთის პოლიტიკური სპექტრი მხარს უჭერს ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს. პოლიტიკური ნების მომწიფებას ხელი შეუწყო „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მიერ ვიდეო-ჩანაწერების გავრცელებამ, რომლებზეც ასახული იყო ორი ამერიკელი ჟურნალისტის და ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი ერთი ბრიტანელის თავის მოკვეთა.

XS
SM
MD
LG