Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვმა გაეროში დასავლეთი გააკრიტიკა


გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ს დასდო ბრალი თავისი ინტერესების დაცვის მიზნით „სამხედრო ჩარევაში.“ 27 სექტემბერს წარმოთქმულ სიტყვაში ლავროვმა განაცხადა „ვაშინგტონმა ღიად გამოაცხადა, რომ უფლება აქვს ყველგან ცალმხრივად გამოიყენოს ძალა თავისი ინტერესების დასაცავადო.“ მისი თქმით, სირიაში ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა დამასკთან უნდა იყოს შეთანხმებული. ლავროვმა ასევე გააკრიტიკა ნატო, რუსეთის მიმართ „მტრული რიტორიკის“ გამო. ლავროვის აზრით, ეს მოწმობს, რომ სამხედრო ალიანსს არ შეუძლია ცივი ომისგან დისტანცირება. ლავროვის განცხადებით, ცალკეულ ქვეყნებში დასავლეთი გამოდის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დამცველად, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე არღვევს ერების სუვერენიტეტის უფლებას. უკრაინასთან მიმართებით ლავროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის ხელი შეუწყოს კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტას.

XS
SM
MD
LG