Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გაიმართა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია


ავღანეთში გაიმართა ახალი პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ინაუგურაცია. ამავე დროს ერთგულების ფიცი დადო საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა მეტოქემ, აბდულა აბდულამ, რომელიც სათავეში მოექცა აღმასრულებელ ხელისუფლებას. არჩევნების შედეგად ავღანეთში პირველად მოხდა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა. აშრაფ ღანიმ პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა ჰამიდ კარზაი, რომელიც 2001 წლიდან მართავდა ქვეყანას. ღანის პირობა აქვს დადებული, რომ შეერთებულ შტატებთან გააფორმებს შეთანხმებას, რომელიც დაუშვებს ავღანეთში ამერიკელების შემცირებული სამხედრო კონტინგენტის დარჩენას.

XS
SM
MD
LG