Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი კეციანი მიმდინარე თვეში რუსეთში ჩავა ვიზიტით


ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი კეციანი მიმდინარე თვეში რუსეთს მოინახულებს ევროპული ტურნეს ფარგლებში. ჩინეთის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო სინხუამ შაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში ვიზიტისას ხელი მოეწერება საფინანსო, ენერგეტიკისა და ჩქაროსნული რკინიგზის სფეროებში თანამშრომლობის 30-ზე მეტ შეთანხმებას. ლი მოსკოვში 13 ოქტომბერს ჩავა მას მერე, რაც იტალიაში დაესწრება აზია-ევროპის შეხვედრას და იმოგზაურებს გერმანიაში. ჩინეთსა და რუსეთს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ. პეკინმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით იგი არც დასავლეთის და არც რუსეთის მხარეზე არ დადგება.

XS
SM
MD
LG